Trust Wallet-ის აღმასრულებელი დირექტორი Web3-ის ხარვეზებზე საუბრობს

0
945

Web3-ის ფართო გამოყენება საბოლოოდ შეიძლება რეალობად იქცეს, მაგრამ Trust Wallet-ის აღმასრულებელი დირექტორი ეოვინ ჩენი სამ მთავარ ბარიერზე საუბრობს.

ცოტა ხნის წინ გამართულ ავსტრალიის კრიპტო კონფერენციის მიმდინარეობისას, ჩენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოება, გამოყენების სიმარტივე, იდენტურობა და კონფიდენციალურობა ყველა სასიცოცხლო ასპექტი Web3 ინდუსტრიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია.

ჩენი არის კრიპტო საფულის, Trust Wallet-ის, აღმასრულებელი დირექტორი. აღნიშნული კომპანია ორი წლის წინ Binance-მა შეიძინა.

უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეოვინ ჩენი ამბობს, რომ დაცული უნდა იყოს მომხმარებლების ინტერესები და დროზე მოხდეს მათი გაფრთხილება ამა თუ იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, მაგალითად, თუ “ჭკვიან კონტრაქტს” აქვს პოტენციური პრობლემები როგორიცაა კავშირი თაღლითებთან, ამგვარი საკითხები დროულად უნდა იყოს გამოვლენილი.

Trust Wallet-ის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილად სურთ “ჭკვიანი კონტრაქტებით” ისარგებლონ უნდა წაიკითხონ კოდი და შეამოწმონ ხარვეზები, იქამდე სანამ დაწყებულ ოპერაციებს გააგრძლეებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი