როგორც ჩანს, კოლუმბიის მთავრობასა და Ripple Labs-ს შორის პარტნიორობა, რომლის მიზანიც Blockchain მიწის საკუთრების დაწესება იყო, შეჩერდა მას შემდეგ, რაც ახალმა ადმინისტრაციამ აღნიშნული პროექტის ხარჯი შეამცირა.
პროექტი თავდაპირველად მოქმედი მთავრობის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამინისტრომ გამოაცხადა, ახლად არჩეული პრეზიდენტის გუსტავო პეტროს ფიცის დადებამდე ორი კვირით ადრე.
Forbes-ის თანახმად, მიწების ეროვნული სააგენტოს დროებითი დირექტორის, ხუან მანუელ ნორუეგა მარტინესის თქმით, პროექტი არ არის სააგენტოს 2022 წლის სტრატეგიული პრიორიტეტების ნაწილი.
„ეს არ არის PETI-ში ანუ ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრატეგიული გეგმაში განსაზღვრული”,- აღნიშნა მიწების ეროვნული სააგენტოს დროებითმა დირექტორმა.
ცვლილება მოულოდნელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კოლუმბიის ახალი პრეზიდენტი კრიპტოვალუტების მიმართ მეგობრულად არის განწყობილი.
პარტნიორობა, რომელიც მოიცავდა კოლუმბიის მიწის ეროვნულ სააგენტოს, Ripple-ს და პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების ფირმას Peersyst Technology-ს, მიზნად ისახავდა უძრავი ქონების ტოკენიზაციას Blockchain ქონების ძიების პროცესების გაუმჯობესებას, გამჭვირვალე, იაფი ქონების მართვის, დაფინანსებისა და გადახდების უფრო ეფექტური დამუშავების მიზნით.