პაველ დუროვმა, დაშიფრული შეტყობინებების აპლიკაციის Telegram-ის დამფუძნებელმა, წამოაყენა ბაზრის იდეა, რომელსაც შეუძლია NFT-ის მსგავსი “ჭკვიანი კონტრაქტები“ აუქციონზე გამოიყენოს.
დუროვმა აღნიშნული წინადადება The Open Network (TON) დომენის სახელების აუქციონის წარმატების შემდეგ წარადგინა, რომელიც თავდაპირველად Telegram-ის გუნდის მიერ იქნა შექმნილი. Blockchain პროექტმა გაუშვა TON DNS სერვისი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათთვის სასურველი ნებისმიერ სახელი აირჩიონ ან შეურჩიონ მომხმარებლებს, რომლებიც მათ კონტაქტბშია.
დუროვმა მის პირად Telegram ჯგუფში, სახელად Durov’s Channel, გამოქვეყნა პოსტი სადაც ამბობდა, რომ შთაბეჭდილების ქვეშაა აუქციონის წარმატების შედეგად, რომელიც TON-მა ახლახან ჩაატარა მათი დომენის/საფულის სახელებისთვის.
„წარმოიდგინეთ, რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს Telegram-ი თავისი 700 მილიონი მომხმარებლით, თუ აუქციონზე განვათავსებთ დარეზერვებულ მომხმარებლის სახელებს, ჯგუფს და არხის ბმულებს.
ეს შექმნის ახალ პლატფორმას, სადაც მომხმარებლის სახელების მფლობელებს შეუძლიათ გადასცენ ისინი დაინტერესებულ მხარეებს დაცულ გარიგებებში – Blockchain მფლობელობის უზრუნველყოფით NFT-ის მსგავსი “ჭკვიანი კონტრაქტების” საშუალებით”,-განაცხადა პაველ დუროვმა.