Coinbase-ს კიდევ ორი კომპანია უჩივის

0
893

Coinbase-ი ახლა მარეგულირებელთა მხრიდან გაძლიერებული კონტროლის ქვეშაა მოქცეული, რადგან ბოლო პერიოდში კომპანია უამრავი სარჩელის მიზეზი გახდა.

სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟას, რომელიც ამჟამად უკვე იმყოფება შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიის (SEC) მოკვლევის ქვეშ, ორი სხვადასხვა იურიდიული კომპანიისგან ახალი სარჩელები დაემატა.

ნიუ-იორკში დაფუძნებულმა იურიდიულმა ფირმამ Bragar Eagel & Squire-მა განაცხადა, რომ იგი უჩივლებს Coinbase-ს ბიზნეს პრაქტიკის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცლეებისა და ცილისწამების გამო.

Pomerantz LLP-მა ასევე შეიტანა სარჩელი ბირჟის წინააღმდეგ. კომპანია ამტკიცებს, რომ მას უფლება აქვს ანაზღაურდეს ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია მოპასუხის მიერ ფასიანი ქაღალდების ფედერალური კანონების დარღვევის შედეგად.

ეს სარჩელი მოსარჩელეთა კომპენსაციისთვის იქნა შეტანილი.

ორივე საჩივარში მოსარჩელეები აცხადებენ, რომ Coinbase-მა გააკეთა თაღლითური განცხადება კომპანიის ბიზნესთან, ოპერაციებთან და შესაბამისობასთან დაკავშირებით 2021 წლის 14 აპრილიდან 2022 წლის 26 ივლისამდე.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც, Coinbase-ის ზოგიერთმა ფილიალმა გაკოტრების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია გამოჩნდა უამრავი მომჩინვანი, რომელსაც კრიპტო ბირჟა არაუზრუნველყოფილ კრედიტორებად მიიჩნევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი