Minecraft-ის დეველოპერმა Mojang Studios-მა განაცხადა, რომ გამორიცხავდა NFT-ების ინტეგრაციას.
„ნებისმიერი ციფრული ფაილის მსგავსად, NFT-ების კოპირება, გადატანა ან თუნდაც წაშლა შესაძლებელია. გარდა ამისა, NFT-ები და Blockchain-ი ასევე დაკავშირებულია ფასების სპეკულაციასთან. NFT-ების და Blockchain ტექნოლოგიების გამოყენება ქმნის ციფრულ მფლობელობას სიმცირისა და გამორიცხვის საფუძველზე, რაც არ შეესაბამება Minecraft-ის შემოქმედებითი ჩართულობისა და ერთად თამაშის ღირებულებებს”,- აღნიშნულია განცხადებაში.
Mojang-მა ასევე განაცხადა: ”იმისთვის, რომ Minecraft-ის მოთამაშეებს ჰქონდეთ უსაფრთხო და ინკლუზიური გამოცდილება Blockchain ტექნოლოგია არ არის ნებადართული ინტეგრირებული იყოს ჩვენი კლიენტისა და სერვერის აპლიკაციებში”.
შეგახსენებთ, რომ სათამაშო გიგანტმა Square Enix-მა, თავისი შემოსავლების პირველი კვარტლის მონაცემების გამოქვეყნებისას განაცხადა, რომ NFT-ის გამოიყენებდა.
Square Enix (SE) არის იაპონური თამაშების დეველოპერი, რომელიც ბოლო მოგების ანგარიშის მიხედვით 3 მილიარდი დოლარის აქტივებს მართავს.