KPMG-ი Metaverse-თან პარტნიორობას იწყებს

0
1011

კანადასა და შეერთებულ შტატებში არსებული ფინანსური კომპანიებიდან ერთ-ერთმა – KPMG-მ, Metaverse-თან თავისი პირველი თანამშრომობის შესახებ განაცხადა.

აღნიშნული ცენტრის მიზანს მომავალი ციფრული ეპოქისათვის კომპანიის თანამშრომლებისა და მომხმარებლების ერთობლივი განვითარება და შემზადება წარმოადგენს.

KPMG-ი Metaverse-ში ახალი ჰაბით შედის, რომელიც Web3-თან თანამშრომლებსა და კლიენტებს დააკავშირებს. კომპანია წელს 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას Web3-ში ახორციელებს.

მოხსენების თანახმად, ცენტრი ფოკუსირებული იქნება განათლებაზე, თანამშრომლობაზე, ტრენინგზე, ღონისძიებებსა და სემინარებზე.

ეს მხოლოდ განვითარების დასაწყისია. კომპანია მომავალში აპირებს პროექტის გაგრძელებასა და განვითარებას.

კომპანიის გრძელვადიანი მიზანია გამოიკვლიოს Metaverse-ის გამოყენების სხვა პოტენციური შემთხვევები, როგორიცაა ჯანდაცვა, საცალო ვაჭრობა, მედია და ფინანსური მომსახურება.

„Metaverse-ი არის ბაზრის შესაძლებლობა, გზა იმისა, რომ დააკავშიროს ხალხი მთელი მსოფლიოს მასშტაბით“,- განაცხადა კომპანიის თავმჯდომარის მოადგილემ და ოპერაციულმა დირექტორმა, ლორა ნიუინსკიმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი