გონსალო პერეს დელ არკო: ციფრული ვალუტით გადახდა ეფექტური არ არის

0
764

„კრიპტოვალუტით გადახდები ამჟამად არ არის ეფექტური”, – აცხადებს Amex exec American Express-ის სამხეთ ევროპის ფილიალის სამთავრობო საქმეთა დირექტორი.

გონსალო პერეს დელ არკო მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტით გადახდების განხორციელება ამჟამად არ არის მომგებიანი. ევროპის Blockchain კონფერენციაზე მან განიხილა American Express-ის კრიპტო გეგმები და სამომავლო პერსპექტივები.

გონსალო პერეს დელ არკომ განმარტა, რომ არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც კრიპტოვალუტით გადახდებს შეუძლებელს ხდის. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მაღალი ტრანზაქციის ხარჯებია.

თუმცა, მან აღნიშნა, რომ კრიპტო გადახდები შეიძლება რეალობად იქცეს მომავალში.

დირექტორმა დაამატა, რომ კომპანია კრიპტო გადახდებით დაინტერესებულია, რადგან ეს არის სწორი მიმართულება.

გონსალო პერეს დელ არკომ ასევე აღნიშნა, რომ American Express-მა დიდი ფსონი დადო კრიპტოვალუტაზე ინვესტიციებით და კრიპტო გამოყენების რამდენიმე შემთხვევის განვითარებით მისი საწარმოს კაპიტალის ჯგუფის Amex Ventures-ის მეშვეობით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი