Ronin bridge-ი ონლაინში ბრუნდება

0
982

Sky Mavis-მა, პოპულარულმა Play-to-Earn (P2E) NFT თამაშის დეველოპერმა – Axie Infinity-მა განაცხადა, რომ Ronin bridge-ი ონლაინში ბრუნდება.

როგორც ცნობილია, აღნიშნული პლატფორმა სამი თვის წინ გატეხეს ჰაკერებმა, რად დროსაც 600 მილიონი დოლარის მოპარვა შეძლეს.

Ronin bridge არის Ethereum sidechain-ი, რომელიც აგებულია Axie Infinity-სთვის და ის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს განახორციელონ ტრანზაქციები sidechain-დან Ethereum mainnet-ზე და პირიქით.

Sky Mavis-ის გუნდის განცხადების თანახმად, Ronin bridge-ი მზადაა ქსელში დასაბრუნებლად. მან ერთი შიდა და ორი გარე შემოწმება გაიარა.

„დაპირების თანახმად, Ronin Network-ის მომხმარებლების საკუთრებაში არსებული ყველა wETH და USDC ახლა სრულად არის მხარდაჭერილი 1:1 მიერ ETH და USDC Ethereum-ზე”,- აღნიშნულია განცხადებაში.

საერთო ჯამში, Sky Mavis-მა ახლა აანაზღაურა 117,600 ETH და 25,5 მილიონი USDC.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი