პოლ გლოვერი: Coinbase-ის კლიენტებს საფრთხე არ ემუქრებათ

0
1041

Coinbase-ის მიერ მაისში SEC-ში შეტანილი განცხადების დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. განცხადებაში საუბარია, რომ თუ ბირჟა გაკოტრების საფრთხის წინშე დადგება, მოქალაქეების სახსრებიც შეიძლება ამ გაკოტრების პროცესს დაექვემდებაროს და არ მოხდეს მათი ანაზღაურება.

ამის შემდეგ Coinbase-ის მთავარმა იურიდიულმა ოფიცერმა, პოლ გლოვერმა, სცადა საზოგადოება საწინააღმდეგოში დარწმუნებინა და გაანცხადა, რომ მათი სახსრები ბირჟას კარგად აქვს დაცული და რომ, მათ მომავალში არაფერი ემუქრება.

ეს ინფორმაცია აქტუალური მას შედეგ გახდა, რაც 2022 წლის აპრილში ბირჟამ გარკვეული ზარალის განცდის შესახებ საზოგადოებას განუცხადა.

ზარალმა მაშინ თითქმის 430 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი შემოსავლების 27%-ს უდრიდა. უფრო უარესი, ახალი ამბების ტენდენცია მაშინ დაიწყო, როდესაც Coinbase-ის ობლიგაციებმაც დაიწყეს ღირებულების დაკარგვა.

პოლ გლოვერის თქმით, ბირჟა მომხმარებლების სახსრებს იცავს, როგორც ლეგალურად, ისე ფიზიკურად. მთავარმა იურიდიულმა ოფიცერმა აღნიშნა, რომ ფირმამ ასევე განაახლა თავისი საცალო მომხმარებლის შეთანხმება, რათა გაზარდოს ინსტიტუციური კლიენტების გაკოტრების დაცვა, რაც ასევე ვრცელდება საცალო ინვესტორებზეც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი