KuCoin-ი განვითარებას განაგრძობს

0
1032

Web3-ს მიმართ გლობალურად გაზრდილმა ინტერესმა, კრიპტოვალუტით ვაჭრობის პლატფორმა KuCoin-ი აიძულა ახალი დეცენტრალიზებული საფულის პლატფორმა შეექმნა.

ამჟამად, KuCoin Wallet-ი ბრაუზერზე დაფუძნებული მოწყობილობებისთვისაა ხელმისაწვდომი, რადგან მისი მობილური აპლიკაციის ვერსია ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

პლატფორმა KuCoin-ის ეკოსისტემაში იქნება ინტეგრირებული. იგი Blockchain-ის ჯვარედინი ინტერგრაციით ხასიათდება.

მომხმარებლებს შეეძლებათ შეიძინონ, გაყიდონ, ივაჭრონ და გაგზავნონ სხვადასხვა კრიპტოვალუტა, მათ შორის ბიტკოინი, ეთერიუმი და Tether-ი.

საფულეს გააჩნია დაცვის სისტემა, რაც მომხმარებელს პირად გასაღებზე სრულ კონტროლსა და პასუხისმგებლობას ანიჭებს.

იმის გამო, რომ კრიპტოვალუტის ეკოსისტემა აგრძელებს დეცენტრალიზებული ფინანსებისა (DeFi) და NFT ფუნქციების მიღებასა და მხარდაჭერას, KuCoin Wallet-ი DeFi, NFT და GameFi სერვისების დამატებასაც გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი