სემ ბანკმენ-ფრიდმა Robinhood-ის 650 მილიონი დოლარის აქცია შეიძინა

0
847

Robinhood-ის აქციები 30%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც სემ ბანკმენ-ფრიდმა 650 მილიონი დოლარის აქცია იყიდა.

სემ ბანკმენ-ფრიდმა, მილიარდერმა და კრიპტოვალუტის ბირჟის FTX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პოპულარული ონლაინ საბროკერო კომპანიის Robinhood-ის აქციების მნიშვნელოვანი წილი შეიძინა. საუბარია 7.6%-ზე.

ახალი ამბები მაშინცე ბაზარზე აისახა. შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) შეტანილი განაცხადის თანახმად, სემ ბანკმენ-ფრიდმა სულ 648 მილიონი დოლარის ღირებულების Robinhood-ის აქციები შეიძნა, რომელთა საშუალო ფასიც 11,52 დოლარი იყო.

Bankman-Fried-ის მიერ გამჟღავნებული ინფორმაციის თანახმად, მან ამ აქციების შესყიდვები მარტის შუა რიცხვებში დაიწყო, ხოლო გრძელდებოდა მაისის შუა რიცხვებამდე.

ფასიანი ქაღალდების საბჭოში განცხადების შეტანისას მან ხაზგასმით დააფიქსირა, რომ აღნიშნული შესყიდვების მიზანს არანაირად არ წარმოადგენდა რაიმე სახის აქციების ფასებით მანიპულაცია. სემ ბანკმენ-ფრიდის განცხადებით, ეს უბრალოდ მისთვის საკმაოდ მიმზიდველი ინვესტიცია იყო.

Robinhood-ის გუნდმა Twitter-ზე ამის საპასუხოდ გამოაქვეყნა: „რა თქმა უნდა, ჩვენც ასევე ვფიქრობთ, რომ ეს მიმზიდველი ინვესტიციაა“.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი