კრიპტო ინდუსტრია ილონ მასკის მიერ Twitter-ის შესყიდვაზე პოზიტიურად რეაგირებს

0
880

“ტესლას” აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის მიერ სოციალური მედიის გიგანტის Twitter-ის შეძენამდე რამდენიმე დღით ადრე აქტიურად მიმდინარეობდა დისკუსიები სიტყვის თავისუფლების შესახებ, როგორც კრიპტო ინდუსტრიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

Twitter-მა ორშაბათს გამოაცხადა, რომ კერძო კომპანია გახდება მას შემდეგ, რაც მისი დირექტორთა საბჭო მიიღებს მასკის შეთავაზებას. ფირმის აქციების შესაძენად მასკი დაახლოებით 44 მილიარდი დოლარს გადაიხდის.

მიუხედავად იმისა, რომ ტრანზაქცია განხორციელებისთანავე დაიხურება, ის დროთა განმავლობაში მაინც იქნება Twitter-ის აქციონერების და ასევე გარკვეული მარეგულირებლების გავლენის ქვეშ.

ამ შესყიდვის გასაჯაროვებამდე ილონ მასკმა თავის Twitter-ის გვერდზე დაწერა: ”იმედი მაქვს, რომ ჩემი ყველაზე მძაფრი კრიტიკოსებიც კი დარჩებიან Twitter-ზე, რადგან სწორედ ამას ნიშნავს სიტყვის თავისუფლება”. „სიტყვის თავისუფლება არის მოქმედი დემოკრატიის საფუძველი, ხოლო Twitter-ი არის ციფრული მოქალაქის მოედანი“.

ანჯელო კარუსონემ, არაკომერციული მედიის დამკვირვებლის Media Matters for America-ს პრეზიდენტმა, გამოთქვა შეშფოთება ამ განცხადებამდე და ივარაუდა, რომ Twitter-ის გაყიდვაზე თანხმობა იქნება გამარჯვება დეზინფორმაციისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც მას ავრცელებს.

მას მხედველობაში გასულ წელს მომხდარი ამბავი ჰქონდა, როდესაც მასკის ერთსიტყვიანმა ტვიტმა „ბიტკოინი“ მის ფასზე საოცარი ზეგავლენა იქონია.

მიუხედავად ბევრი კრიტიკული შენიშვნისა, როგორც ჩანს, ბიტკოინ სექტორის წარმომადგენლებს მოსწონთ ეს ამბავი და მასკს Twitter-ის შეძენას თავიანთი გვერდებიდან ულოცავენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი