აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის კრიპტო კიბერშეტევების შესახებ გაფრთხილება გამოსცა

0
904

კიბერუსაფრთხოების, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტომ (CISA) და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) გამოსცეს გაფრთხილება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კიბერ საფრთხეების შესახებ.

აღნიშნული გაფრთხილება არის გასულ თვეში ჰაკერული თავდასხმის პასუხი.

გაფრთხილება FBI-მ სახაზინო დეპარტამენტთან ერთად გამოაქვეყნა.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მათ კრიპტო და Blockchain კომპანიებისათვის არაერთი გაფრთხილება და შენიშვნა გამოსცეს, რათა შეუფერხებლად და უსაფრთხოდ შეძლებოდათ საქმიანობის გაგრძლება.

ერთ-ერთი ასეთი გაფრთხილება მოიცავდა სიას, სადაც ჩამოთვლილი იყო ზოგიერთი ჰაკერული დაჯგუფება. მათ შორის „ლაზარუსი“ პირველ ადგილს იკავებს, როგორც მზარდი საფრთხე კიბერ უსაფრთოხების მხრივ. ასევე ამ სიაში მოხვდნენ ისეთი დაჯგუფებეიც როგორებიცაა: APT38, BlueNoroff და Stardust Chollima.

ეს და სხვა მსგავსი ჯგუფები მიზნად ისახავენ სხვადასხვა Blockchain და კრიპტოვალუტის კომპანიებისთვის, როგორიცაა ბირჟები, დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლები და სხვადასხვა სათამაშო კრიპტო პლატფორმები, ზიანის მოტანას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი