Gryphon-ისა და Sphere 3D-ის გაერთიანება არ შედგა

0
967

Gryphon Digital Mining-ისა და Sphere 3D-ის დაგეგმილი გაერთიანება ჩაიშალა. თუმცა მათი თანამშრომლობა გრძლდება, რაც ნახშირბადისგან ნეიტრალური ბიტკოინის მაინინგის ერთად წარმოებული ოპერაციებით დასტურდება.

კომპანიებმა, ცოტა ხნის წინ, საერთო პრესკონფეენცია მოაწყვეს, სადაც განაცხადეს, რომ გაერთიანების ჩაშლა ორმხრივი გადაწყვეტილება იყო. რაც ბაზრის პირობებით, დროის გასვლითა და კომპანიების შედარებითი ფინანსური პოზიციებით გაამართლეს.

თუმცა, როგორც ჩანს, აღნიშნული გარიგების ჩაშლა, არცერთ კომპანიას არ უშლის ხელს გააგრძელონ საერთო წარმოება, რომელიც ნახშირბადისგან ნეიტრალური ბიტკოინ მაინინგ ცენტრების მშენებლობას უკავშირდება.

კომპანიები ერთიანედებოდნენ Gryphon-ის სახელის ქვეშ, მიუხედავდ იმისა, რომ Sphere 3D უკვე ვაჭრობს NASDAQ-ზე ANY ტოკენით. მათ არ უპასუხეს შეკითხვას, თუ როგორ მიაღწიეს ამ ორმა დამოუკიდებელმა კომპანიამ საერთო ქსელის ნეიტრალიტეტს.

Gryphon-ი ამჟამად Sphere-ის მაინინგ „ფლოტს“ მართავს, რომელიც 1000 მოწყობილობისგან შედგება და ამ წლის ივნისის ბოლოს მის გაზრდას 59000 -მდე აპირებს.

Gryphon-ი ასევე საკუთარ 7200 მაინინგ მოწყობილობასაც აკონტროლებს, რომელიც Blockchain ინფრასტრუქტურის პროვაიდერის Core Scientific-ის მიერ არის დაკომპლექტებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი