Huobi Tech-ი ETF-ს გაშვებას გეგმავს

0
1184

ჰონგ-კონგში დაფუძნებული Huobi Tech-ი საცალო ინვესტორებისათვის ETF-ს გაშვებას გემავს.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე შესულმა კომპანიამ წინადადება ფასიანი ქაღალდებისა და ფიუჩერსების კომისიას (SFC) კრიპტო ETF-ისთვის წარუდგინა. ახალი ETF პროდუქტი საცალო ინვესტორებზე იქნება ორიენტირებული, რომელთა აქტივები 8 მილიონ დოლარზე ნაკლებია.

კომპანის ვიცე-პრეზიდენტმა, რომეო ვანგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰონგ-კონგის მიერ რეგულირებული კრიპტო ETF ინვესტორებს უკეთეს უსაფრთხოებას შესთავაზებს. მან ასევე დაამატა, რომ ისინი აქტიურად თანამშრომლობენ ფასიანი ქაღალდებისა და ფიუჩერსების კომისიასთან და იმედოვნებენ, რომ ამ პოზიტიურ კომუნიკაციას მომავალშიც შეინარჩუნებენ.

Huobi, რომელიც ადრე მხოლოდ პროფესიონალ ინვესტორებს ემსახურებოდა, ახლა ცდილობს სერვისები საცალო ინვესტოებისთვისაც გააფართოვოს. წლის დასაწყისში ჰონგ-კონგის მთავრობას ჰქონდა მცდელობა საცალო ინვესტორებისათვის ბირჟებზე ვაჭრობის შესაძლებლობა შეეთავაზებინა, რომლის საშუალებითაც ისინი აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ბაზარზე შეძლებდნენ ვაჭრობას.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ერთჯერადი იყო. ამიტომ Huobi Tech-მა მთავრობასთან ერთად შეთავაზების გახანგრძლივებულ გეგმაზე მუშაობა დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი