ვიეტნამის ვიცე-პრემიერმა, ლე მინ ხაიმმა ფინანსთა სამინისტროს შეტყობინება საჯაროდ გაუგზავნა. მან ციფრული ვალუტების ბაზრისთვის სამართლებრივი სისტემის შესაქმნელად კანონების დეტალური შესწავლა მოითხოვა.
ვიცე-პრემიერმა ფინანსთა სამინისტროს დაავალა, რომ პასუხისმგებლობა კრიპტო ბაზრის სამართლებრივი ბაზის შემუშავებაზე აეღო.
ინსტრუქციების სია მოიცავს კონკრეტული სამართლებრივი დოკუმენტების იდენტიფიცირებას, რომლებიც საჭიროებენ შესწორებას ან დამატებას.
ფინანსთა სამინისტრო შემდგომში იმუშავებს იუსტიციის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სამინისტროსთან და ვიეტნამის სახელმწიფო ბანკთან ერთად ციფრული ვალუტების ბაზრისთვის მარეგულირებელი სისტემის შესაქმნელად.
სამი სამინისტრო ცენტრალურ ბანკთან ერთად კრიპტოვალუტების სხვადასხვა სამართლებრივ ასპექტს შეისწავლის. უწყებები ეკონომიკაზე ციფრული ვალუტის გავლენასაც გამოიკვლევენ.
ვიეტნამს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რთული ურთიერთობა ჰქონდა კრიპტოვალუტასთან. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანამ ბიტკოინის ტრანზაქციების 2014 წელს აკრძალა, მაგრამ 2017 წელს ქვეყანამ კრიპტო პოლიტიკა შეცვალა.
ციფრული ვალუტების ბაზრის ახალი საკანონმდებლო ბაზა 2017 წელს იქნა მიღებული პრემიერ მინისტრის მიერ. ეს გადაწყვეტილება კრიპტოვალუტების სამართლებრივი ბაზის შემუშავების გეგმას ამტკიცებს.