ინგლისის ბანკის განცხადების თანახმათ, მათ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის მედია ლაბორატორიის ციფრული ვალუტის ინიციატივასთან (DCI) შეთანხმებას მიაღწია, რომელიც თორმეტთვიან ერთობლივ CBDC კვლევით პროექტს მოიცავს.
ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი პროექტი იყო მხოლოდ კვლევითი მიზნებისთვის და არ იყო გამიზნული ოპერატიული CBDC-ის შემუშავებისთვის.
ბანკმა CBDC-ების შესწავლა 2020 წელს დაიწყო. იმავე წლის მარტში კი „სადისკუსიო დოკუმენტი“ გამოუშვა. DCI-მ კი აღნიშნულ დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღო და ბანკს მიზნების მიღწევისათვის საჭირო პროცედურები შესთავაზა.
“სადისკუსიო თემა” საჯარო იყო და ბუნებრივია მხოლოდ მასაჩუსეტსის ინსტიტუტს არ გამოუთქვამს აზრი. დისკუსიაში ჩაერთო ლორდთა პალატის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტიც. მათ გარკვეული შენიშვნები გამოთქვეს ციფრულ ფუნტთან დაკავშირებით, როგორიცაა უპირატესობები ანგარიშსწორების სიჩქარეზე, ასევე იაფ და სწრაფ ტრანსსასაზღვრო გადახდებთან დაკავშიებით.
კომიტეტს არც ფინანსური სტაბილურობისა და კონფიდენციალურობის დაცვის საკითხები გამორჩენია.
მასაჩუსეტსის ინსტიტუტის ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტის კვლევის ამ ინიციატივაში ინგლისის ბანკი პირველი არაა. ის ბოსტონის ფედერალურ სარეზერვო ბანკს და კანადის ბანკს შეუერთდება, როგორც სტაბილკოინის კვლევის პარტნიორი.