სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის ბირჟებს ახალი მარეგულირებელი წესის დაცვა მოუწევთ

0
878

სამხრეთ კორეის მთავრობის მიერ დადგენილი ახალი მარეგულირებელი წესები ძალაში შევიდა. დღეიდან კრიპტოვალუტის ბირჟები ვალდებულებლნი არიან 821 დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტო გადარიცხვები საჯაროდ გამოაქვეყნონ.

ამ თანხაზე მაღალი გადარიცხვები მომხმარებლის მიერ დამოწმებული საფულეებით განხორციელდება. ამჟამად სამხრეთ კორეული ბირჟების გარკვეული რაოდენობა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) სისტემას იყენებს.

ახალი რეგულაცია საერთაშორისო ფინანსური კონტროლის ორგანიზაცია Financial Action Task Force-ის (FATF) მიერაა შემუშავებული. ეს წესები შექმნილია იმისთვის, რომ ხელისუფლებას დაეხმაროს, რომ თვალყური ადევნოს ციფრული ვალუტების მოძრაობას.

”ინდუსტრია ახლა დგამს ნაბიჯს ინსტიტუციური მიღებისკენ და უფრო მეტს იმუშავებს მასობრივი მიღებისთვის”,- აღნიშნულ რეგულაციასთან დაკავშირებით მედიასთან საუბრის დროს განაცხადა ადგილობრივი ბირჟის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში Coinone-მა განაცხადა, რომ ფულის გათეთრების რისკის შესამცირებლად უარს იტყოდა გადაუმოწმებელი კერძო საფულეებიდან ტრანზაქციის განხორციელებაზე.

კორეის ყველა ბირჟამ, მათ შორის Upbit-მა, Bithumb-მა, Korbit-მა და კიდევ 20-მა სხვამ გადაწყვიტეს მიებაძათ Coinone-ისთვის და მიეღოთ იდენტური ან მსგავსი ზომები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი