Elliptic-ის თანადამფუძნებელი: რუსი ოლიგარქები კრიპტოვალუტის გამოყენებით სანქციებს თავიდან ვერ აირიდებენ

0
965

გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა კომპანიამ აღმოაჩინა კრიპტო საფულეები, მილიონობით დოლარის კრიპტოვალუტებით, რომელიც შესაძლოა, სანქცირებულ რუს ჩინოვნიკებთან და ოლიგარქებთან იყოს დაკავშირებული.

Blockchain ტექნოლოგიის უსაფრთხოებისა და სასამართლო ექსპერტიზის კომპანია Elliptic-ი მთავრობასთან ურთიერთანამშრომლობით ცდილობდა აღნიშნული კრიპტოვალუტის საფულეების გამოვლენას.

Elliptic-ის თანადამფუძნებელმა, ტომ რობინსონმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა შესაძლოა, სანქციების თავიდან აცილების მიზნით იქნას გამოყენებული.

თუმცა, მეორე მხრივ, უკვე ფართოდ გავრცელდა ამ მოსასზრების საპირისპირო ვარაუდი და ინდუსტრიაში ჩახედული ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთი ნაკლებად შეეცდება კრიპტოვალუტის გამოყენებას.

მიუხედავად ამისა, კომპანიამ და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მაინც მიიღო შესაბამისი ზომები და კრიპტო საფულეების მონიტორინგის განხორციელება დაიწყო.

მოხსენებაში არ არის მითითებული, საფულეებში აღმოჩენილი კრიპტოვალუტის ზუსტი რაოდენობა და სახეობა.

„რეალისტური არ არის, რომ ოლიგარქებს შეუძლიათ მთლიანად გვერდი აუარონ სანქციებს მთელი თავისი სიმდიდრის კრიპტოვალუტაში გადატანით. ციფრული ვალუტა მიკვლევადია”,- განაცხადა Elliptic-ის თანადამფუძნებელმა, ტომ რობინსონმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი