Bain Capital Ventures-ი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ფონდს ქმნის

0
918

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიიო სტარტაპი, Bain Capital Ventures-ი 5,1 მილიარდი დოლარის აქტივებს მართვას.

სტარტაპმა, ცოტა ხნის წინ, 560 მილიონ დოლარიანი ფონდის შექმნის შესახებ განაცხადა. ფონდი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ინვესტიციებზე იქნება ორიენტირებული.

BCV Fund I არის ფონდი, რომელსაც Bain Capital Ventures-ი სთავაზობს საზოგადოებას. ფონდი მხოლოდ კრიპტო ინვესტიციებზე იქნება ორიენტირებული.

BCV-ის წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რომ კრიპტოფონდის მიზანია მხარი დაუჭიროს მეწარმეებს, რომლებიც ღია ინტერნეტ ინფრასტრუქტურის მომდევნო თაობას ავითარებენ.

სპიკერმა დასძინა, რომ საინვესტიციო ფონდი კრიპტო და Web3 ტექნოლოგიებით დაინტერსებულ პირებს, მათი ბიზნესების დაწყებასა და განვითარებაში დაეხმარება.

Bain Capital Ventures-ს აქვს კრიპტო და Blockchain სექტორში ინვესტირების გამოცდილება. წარსულში ის ისეთ კომპანიებს უჭერდა მხარს, როგორიცაა BlockFi, Compound-ი და Digital Currency Group-ი.

შეგახსენებთ, რომ Pitchbook-ის მონაცემებით, შარშან კრიპტოპროექტებში ინვესტიციებმა 25 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი