ჩინეთის პოლიციამ კრიპტო მაინინგის არალეგალური ცენტრი აღმოაჩინა

0
806

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთში გუანდონგის პროვინციის განვითარებისა და რეფორმების კომისიამ კრიპტო-მაინინგის უკანონო ცენტრი დახურა. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, მაინინგ ცენტრი ელექტრო მანქანების დამმუხტავ სადგურში ფარულად ფუნქციონირებდა.

უნდა აღინიშნონს, რომ ქალაქ გუანჯოუში სამართალდამცავი ორგანოები გამუდმებით აწარმოებდნენ ინსპექტირებას ნებისმიერი სახის მაინინგის ოპერაციების აღმოჩენისა და აღმოფხვრისათვის.

აღნიშნული ოპერაციის დროს ამოღებული იქნა 190-ზე მეტი კრიპტო მაინინგ დანადგარი, რომელიც ჯამში 5 მილიონი იუანის (791,450 დოლარის) ღირებულების არის.

მიუხედავად იმისა, რომ მაინინგის ფერმები დიდი რაოდენობის ელექტრო ენერგიას იყენებენ, რისი წყალობითაც ხდება მათი აღმოჩენა, ამჯერად კრიმინალებმა ჭკუა იხმარეს და ისედაც ჭარბი ენერგიის მოხმარების ფონზე, რასაც ელექტრო მანქანების დამუხტვა მოითხოვს, შეუმჩნევლები დარჩნენ.

დაკავებულებს მაინინგ აპარატები უცხო თვალისაგან დასამალად კედლებში ჰქონდათ ჩამონტაჟებული, სადაც შემუჩნევლად მოიპოვებდნენ ბიტკოინს თითქმის 1000 საათის განმავლობაში, რაც დროსაც მათ 90 000 კილოვატ/საათზე მეტი ენერგია დახარჯეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი