იაპონიაში ორი კრიპტოვალუტის ბირჟა დაიხურა

0
2338

იაპონიის საფინანსო მომსახურების მარეგულირებელი ქვეყნის კრიპტოვალუტის ბაზრის “კორექციას” განაგრძობს. ამასთან დაკავშირებით, ორი ბირჟის ხელმძღვანელმა ბიზნესის შეწყვეტა გადაწყვიტა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება Nikkei ავრცელებს.

იაპონიის ორი ბირჟა: Mr. Exchange და Tokyo GateWay ვაჭრობას შეწყვეტს, როდესაც კლიენტებს სრულად დაუბრუნებს უკან ინვესტირებულ კაპიტალს.

ბირჟების დახურვის სავარაუდო მიზეზი ლიცენზიის უზრუნველყოფის პროცესს შეეხება.

29 მარტს Mr. Exchange-ის მიერ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა:

“მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგი სამწუხაროა, ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რომ ძნელია იყო მუდმივად მზადყოფნაში, რათა პასუხი გასცე ვირტუალური ვალუტის ლანდშაფტის ცვლილებებს. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვირტუალური ვალუტის ბიზნესი დავხუროთ”.

ამჟამად, Tokyo GateWay-ს ვებ-საიტი გასულია მომსახურეობის ზონიდან, ხოლო საიტზე არ ჩანს ოფიციალურ კორესპონდენცია, რომელიც ადასტურებს Nikkei-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

იაპონიის საფინანსო სერვისების მარეგულირებელი კვლავ აგრძელებს ლიცენზირების პროცესს.

შეგახსნებთ, რომ ამ კვირაში, Yahoo-მ განაცხადა, რომ 2019 წლის აპრილისთვის საკუთარი კრიპტო საქმიანობის დაწყებას აპირებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი