ჰონგ-კონგში დაფუძნებულმა ციფრული ვალუტის პლატფორმა Huobi Technology Holdings-მა კრიპტოვალუტის უახლესი სერვისი გამოუშვა.
2016 წლიდან ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟის (HKEX) მთავარი ფორუმის ჩამოთვალში კომპანია Huobi Technology ცნობილი იყო, როგორც Pantronics Holdings-ი, რომელიც ელექტრონულ პროდუქციას 1990 წლიდან აწარმოებს.
“Huobi Technology ბოლო წლებში კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში აქტიურად მუშაობდა, მაგრამ ამას Huobi Group-ისგან დამოუკიდებლად აკეთებდა. ამ ორი კომპანიას საერთო აქციონერებიც ჰყავს, მაგრამ ისინი ცალკეულ იურიდიულ პირებად არიან დარეგისტრირებულნი”,- განაცხადა Huobi-ს სპიკერმა.
განცხადების თანახმად, Huobi Technology ახლა OTC-ის კრიპტო პლატფორმიდან ინვესტირების საშუალებას აძლევს იმ კლიენტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან აშშ დოლარის კრიპტოვალუტაში დაბანდებით. უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს გაფართოებას, რაც ევროს, ბრიტანული ფუნტისა და ჰონგ-კონგის დოლარის საშუალებით ვაჭრობის დაწყებაში გამოიხატება.
შეგახსენებთ, რომ Huobi Technology-მ ბოლო წლებში შემოიტანა რამდენიმე კრიპტოვალუტის სერვისი, რომელიც ახლა მხარს უჭერს ციფრული ვალუტების მართვასა და დაკრედიტებას.