შვეიცარიის ქალაქი ლუგანო გადასახადებს კრიპტოვალუტაში გადაიხდის

0
1017

Tether-ის (USDT) stablecoin-ის პროვაიდერთან უახლესი თანამშრომლობის შედეგად იტალიურენოვანი სამხრეთ შვეიცარიის ეკონომიკური დედაქალაქი ლუგანო, საგადასახადო სისტემებში კრიპტოვალუტას, როგორც გადახდის საშუალებას ისე ამატებს.

Tether Operations Limited-ი, Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც საბაზრო კაპიტალიზაციით უდიდეს სტაბილქოინს, USDT-ს აწარმოებს.

Tether-მა და ქალაქის ადმინისტრაციამ Blockchain-ის მიღებისთვის დააარსეს ცენტრი, რომლის მიზანიც ევროპაში Blockchain ჰაბად გახდომაა.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს Blockchain-ის რეალურ სამყაროში გამოყენების შემთხვევების დემონსტრირებას მისი საზოგადოებაში გამოყენების გზით.

ლუგანო მიზნად ისახავს გააფართოვოს თავისი ძალისხმევა, რათა მოქალაქეებმა და კომპანიება, უახლოეს მომავალში შეძლონ კრიპტოვალუტით გადასახადების გადახდა. საუბარია ყველა სერვისისათვის ციფრული ვალუტის გამოყენებაზე.

ქალაქის საბოლოო მიზანია მაქსიმალურად დაუახლოვოს კრიპტოვალუტის სერვისები ნაღდი ფულის მომსახურების სერვისებს.

როგორც პარტნიორობის ნაწილი, Tether-ი ასევე შექმნის ფონდს, რომელიც Blockchain-ზე დაფუძნებულ სტარტაპებსა და სერვისებს დააფინანსებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი