ბელორუსის პრეზიდენტმა კრიპტოვალუტის თავისუფალ მიმოქცევას მხარი დაუჭირა

0
716

ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ოფიციალურად ადასტურებს კრიპტოვალუტების თავისუფალ მიმოქცევაში ჩართვას.

აღნიშნული ინფორმაცია ლუკაშენკოს პრეს სამსახურმა გაავრცელა.

დოკუმენტი ლეგალურ საფუძველს აძლევს ბელორუსის „მაღალტექნოლოგიურ პარკს“ შექმნას და მართოს კრიპტო საფულის მისამართების რეესტრი.

დოკუმენტში მკაფიოდაა აღწერილი მთავრობის მიერ კრიპტოვალუტის ჩამორთმევის პროცესი და პროცედურები.

განკარგულება მიზნად ისახავს დაიცვას კრიპტოვალუტის ინვესტორები პოტენციური ზარალისგან და აღკვეთოს კანონით აკრძალულ საქმიანობებში უნებლიე ჩართვა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბელორუსი კრიპტოვალუტის მიმართ კეთილგანწყობილია.

„ბელორუსია თანმიმდევრულად ავითარებს საკანონმდებლო ველს ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირებისთვის და სხვა მრავალი სახელმწიფოსგან განსხვავებით, კრიპტოვალუტას თავისუფალ მიმოქცევას უშვებს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტის თანახმად, ბელორუსის მინისტრთა საბჭო ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები განკარგულების აღსასრულებლად მისი გამოქვეყნებიდან სამ თვეში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი