ინდოეთის სარეკლამო სტანდარტების საბჭომ კრიპტო რეკლამების შესახებ წესები შეიმუშავა

0
796

ინდოეთის სარეკლამო სტანდარტების საბჭომ (ASCI) ციფრული ვალუტების შესახებ წესები გამოაქვეყნა.

სარეკლამო მეთვალყურეობის საბჭომ, მთავრობასთან და კრიპტოვალუტით დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, ახალი გაიდლაინი შეიმუშავა. ფაქტობრივად, ეს სარეკლამო გაიდლაინები პირველი საკანონმდებლო ბაზაა, რომელიც ციფრული ვალუტების ბაზარს უკავშირდება.

ამის პარალელურად აღსანიშნავია, რომ მთავრობას ჯერ არ დაუსრულებია მუშაობა კრიპტო საკანონმდებლო და მარეგულირებელი სისტემის შემუშავებაზე.

კრიპტო რეკლამის ახალი მითითებები პირველი აპრილიდან ამოქმედდება. ამ მითითებების ძირითადი ნაწილი კი ასე გამოიყურება:

22 აპრილის შემდეგ კრიპტოვალუტის ყველა რეკლამას უნდა დაემატოს პასუხისმგებლობის შეზღუდვა. უფრო კონკრეტულად კი უნდა განიმარტოს კრიპტო და NFT პროდუქტების არსი. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ კომპანია უარს იტყვის აღნიშნული განმარტებების გაკეთებაზე, მათ ევალებათ ამ უარის შესახებაც განათავსონ ტექსტი.

რეკლამაში დაუშვებელია კრიპტოვალუტების შედარება რეგულირებულ აქტივებთან.

კრიპტოვალუტის რეკლამამ პროდუქტი ისე არ უნდა წარმოაჩინოს, როგორც ტრადიციული ფინანსური პრობლემების გადაწყვეტა.

ციფრული ვალუტის რეკლამა, რომელიც საუბრობს მომგებიანობაზე, უნდა შეიცავდეს მკაფიო, ზუსტ, საკმარის და განახლებულ ინფორმაციას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი