ბრაზილიაში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ კანონპროექტს სენატი განიხილავს

0
798

ბრაზილიის სენატი კენჭს უყრის კანონპროექტს, რომელიც ქვეყანას ლათინურ ამერიკაში ყველაზე მასშტაბურ კრიპტო მარეგულირებლად წარმოაჩენს.

კვირის დასაწყისში კრიპტო კანონპროექტი სენატის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ ერთხმად იქნა დამტკიცებული. ეს კი პოტენციურად ზრდის შანსებს, რომ შემდგომ ინსტანციაში გადაცემისასაც დიდ მხარდაჭერას მიიღებს.

სენატის დამტკიცების შემდეგ, კანონპროექტი ეგზავნება პრეზიდენტს, რათა მან ხელმოწერით დაადასტუროს კანონის ძალაში შესვლა.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ ის ითვალისწინებს ციფრული ვალუტების სერვისების მიწოდების მითითებებს. ბრაზილიელი სენატორი, რაჯა აბრეუ იმედოვნებს, რომ კანონპროექტი სხვადასხვა ფინანსურ დანაშაულს შეზღუდავს.

„პროექტის მიზანია შეზღუდოს უკანონო პრაქტიკა, როგორიცაა ფულის გათეთრება, გადასახადებისგან თავის არიდება და მრავალი სხვა დანაშაული”,- განაცხადა სენატორმა.

სენატორმა რაჯა აბრეუსის თქმით, არსებობს ლეგალური ბაზარი კრიპტო სივრცისათვის. თუმცა არის გამონაკლისებიც, რა დროსაც ციფრული ვალუტა უკანონოდ გამოიყენება.

სენატორმა აღნიშნული კანონპროექტის წინა ვერსია ჯერ კიდევ 2019 წელს წარუდგინა მთავრობას განსახილველად, მაგრამ უკან დაიბრუნა, რათა გარკვეული შესწორებები შეეტანა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი