სინგაპურში კრიპტოვალუტის ბანკომატების მუშაობა აიკრძალა

0
869

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სინგაპურის ხელისუფლების სავალუტო ორგანომ კრიპტოვალუტის აპარატების აკრძალვა გადაწყვიტა.

სინგაპურის სავალუტო ორგანოს (MAS) მიერ გამოცემული ახალი რეგულაციების შესასრულებლად, სინგაპურის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის ბანკომატების ოპერაცები შეაჩერა.

ახალმა შეზღუდვამ უკმაყოფილება გამოიწვია რამდენიმე კრიპტოვალუტის ოპერატორის მხრიდან. მაგალითად, Daenerys & Co-მ განაცხადა, რომ ის გაკვირვებულია ამ სიახლით, მაგრამ მასაც მოუწია სერვისის გაუქმება.

ასევე მისმა მთავარმა კონკურენტმა „დეოდიმ“ გათიშა ბანკომატების ქსელი და პერსონალი ბანკომატების დემონტაჟისათვის გაგზავნა.

სავარაუდოდ, ეს არის ახალი რეგულაციის ნაწილი, რომელიც საზოგადოებაში კრიპტო რეკლამის გავრცელებას ეწინააღმდეგება.

ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა ახალი მითითება, რომელიც კრიპტოვალუტის კომპანიებს თავიანთი სერვისების რეკლამირებას საჯარო ადგილებში, ვებსაიტებსა და სოციალურ ქსელებში უკრძალავს.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ, სტარტაპმა Coincub-მა სინგაპური საკანონმდებლო გარემოსა და კრიპტოვალუტის მიღების მაღალი მაჩვენებლის გამო ყველაზე კრიპტომეგობრულ ადგილად დაასახელა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ახალი რეგულაციები კრიპტო საზოგადოებაში დიდ გაკვირვებას იწვევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი