გამოკითხვა: კანადელების 62%-ს 2027 წლისთვის კრიპტოვალუტით გადახდა სურს

0
1395

Capterra-ს ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ, რა დროსაც 1000 კანადელი მოქალაქე გამოიკითხა, აჩვენა, რომ მონაწილეთა 62% დაინტერესებულია კრიპტოვალუტით.

გამოკითხვაში მონაწილე ადამიანებმა აღნიშნეს, რომ ისურვებდნენ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გადასახადები ციფრული ვალუტით გადაეხადათ.

კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ ოთხიდან ერთი რესპონდენტი ციფრულ ვალუტას უკვე ფლობდა. 58%-ს კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი პანდემიის დროს გაუჩნდა, როდესაც სახლში დარჩენილებს ჰქონდათ დრო ჩაეტარებინათ კვლევა და კრიპტოვალუტის შესაძლებლობები დაედგინათ.

გამოკითხულთა 37%-მა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის შეძენას გეგმავს.

კვლევის შედეგად, იმ რესპონდენტებს შორის, ვინც ციფრული ვალუტებით სარგებლობს ბიტკოინი და ეთერიუმი ყველაზე პოპულარულია. მათ შემდეგ პოპულარობას ინარჩუნებს Dogecoin-ი (DOGE). სიაში ასევე მოხვდნენ ლაიტკოინი და Cardano, როგორც ყველაზე ხშირად გამოყენებული ვალუტები.

კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ კრიპტოვალუტის გამოყენება უფრო გავრცელებულია ახალგაზრდებში. კრიპტოვალუტის მფლობელებს შორის 34% 18-დან 22 წლამდეა, ხოლო 41% 23-დან 35 წლამდე.

კვლევამ გამოავლინა ბარიერები, რომლებიც ადამიანებს ინვესტირების განხორციელებაში აფერხებს. გამოკითხვის თანახმად, 64%-ს აკავებს კრიპტოვალუტის შესახებ ცოდნის ნაკლებობა, 44%-მა გამოთქვა შიში კრიპტოვალუტის გაქრობის შესახებ, ხოლო 40%-მა მიუთითა ბაზრის მერყევ ხასიათზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი