Google-მა PayPal-ის ყოფილი აღმასრულებელი დაიქირავა, რათა Google Pay-ს კრიპტო სივრცეში გაფართოებაში დაეხმაროს.
არნოლდ გოლდბერგს დაევალა მართოს Google-ის გადახდების განყოფილება. Google-ის კომერციის პრეზიდენტმა, ბილ რედიმ მედიას განუცხადა:
”კრიპტოვალუტა არის ის, რასაც ჩვენ დიდ ყურადღებას ვაპყრობთ. ციფრულ ვალუტებზე მოთხოვნა იზრდება. შესაბამისად, ჩვენ წინსვლას ვაპირებთ”.
Google Pay არის ონლაინ გადახდის სისტემა, რომელიც შემუშავებულია Google-ის მიერ, რათა დაუშვას ონლაინ და უკონტაქტო შესყიდვები მობილურ მოწყობილობებზე, მათ შორის Android ტელეფონებზე, ტაბლეტებსა და საათებზე.
ვინაიდან აღნიშნული დამატება მოითხოვს ცვლილებებს, Google-ი უფრო მეტ ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ ეს იყოს ისეთი ციფრული საფულე, რომელიც მოიცავს ციფრულ ბილეთებს, საშვებს, ვაქცინის პასპორტებს და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აპრილში Google Pay-მ კრიპტოვალუტის ბირჟა, Gemini-სთან პარტნიორობის დაწყების შესახებ განაცხადა.
თანამშრომლობამ Gemini-ის მომხმარებლებს საშუალება მისცა, რომ ბიტკოინი Google Pay-ის მეშვეობით შეეძინათ.