NFT-ზე ორიენტირებულმა ჰოლდინგმა 50 მილიონი დოლარი შეაგროვა

0
1204

Metaversal-მა განაცხადა, რომ დაასრულა 50 მილიონი დოლარის დაფინანსების რაუნდი. A სერიის ამ რაუნდში შეგროვებული თანხა საინვესტიციო შესაძლებლობების, NFT-ისა და Metaverse-ის სექტორების განვითარებას მოხმარდება.

დაფინანსებას ერთობლივად უძღვებოდნენ საინვესტიციო კომპანიები: CoinFund-ი და Foxhaven-ი, დამატებითი მონაწილეობა მიღეს ასევე Collab+Currency-მ, Dapper Labs-მა, Digital Currency Group-მა, Franklin Templeton-მ, Rarible-მ, Theta Blockchain Ventures-მა, Galaxy Vision Hill-მა და სხვებმა.

Metaversal-მა განაცხადა, რომ დაფინანსებას NFT-ზე ორიენტირებული ბიზნესის გაფართოებისთვის გამოიყენებს, მათ შორის მაღალი დონის ციფრული საკოლექციო ნივთების შესაძენად და პროექტების მხარდასაჭერად.

დაფინანსებამ ასევე საშუალება მისცა Metaversal-ს გაეწია პარტნიორობა NFT პლატფორმა Rarible-თვის და ასევე Dapper Labs-ის Flow Blockchain-ისთვის.

Flow, არის სისტემა, რომელიც NBA Top Shot-ისა და CryptoKitties-ის ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

აღსანიშავია, რომ სხვა პარტნიორ კომპანიებთან ერთად პლატფორმის განვითარებას მხარს უჭერენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა Google-ი და Filecoin-ი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი