პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლის პროფესორის თქმით, მსოფლიოში ყველაზე ძვირფასმა კრიპტოვალუტამ, ბიტკოინმა ოქროს შეცვლა მოახერხა.
„მოდით, შევხედოთ ფაქტებს რეალურად: მე ვფიქრობ, რომ ბიტკოინმა მრავალი ახალგაზრდა ინვესტორის გონებაში ოქრო ჩაანაცვლა. ციფრული მონეტები ახალი ოქროა. ვფიქრობ, რომ ოქროს ისტორია არის ფაქტი. თუმცა ახალგაზრდა თაობა ბიტკოინს განიხილავს, როგორც მის შემცვლელს”,- განაცხადა პროფესორმა სიგელმა.
მან ასევე საზოაგადოებას შეახსენა, რომ ძველი თაობები შეესწრნენ, თუ როგორ გაიზარდა ოქროზე ფასი 1970-იანი წლებში.
ოქრომ, რომელიც ტრადიციულად წარმოიშვა, როგორც აქტივების კლასი, რომელიც მოქმედებს ინფლაციის წინააღმდეგ, ვერ დააკმაყოფილა ინვესტორების მოლოდინები 2021 წელს. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ გასული წელი 2015-ს შემდეგ ყველაზე ცუდ ფინანსურ წლად გამოცხადდა.
ინფლაცია 5%-ით გაიზარდა. 2021 წლის განმავლობაში ფასების მასიური რყევების მიუხედავად, ბიტკოინმა შეძლო, რომ წლის განმავლობაში შეენარჩუნებინა სტაბილური მდგომარეობა. გარდა ამისა, 2021 წლის მეორე ნახევარში კურსის საგრძნობი მატება აჩვენა.