სენატორი: DeFi კრიპტო სექტორის ყველაზე საშიში ნაწილია

0
1027

„DeFi კრიპტოვალუტის სექტორის ყველაზე საშიში კატეგორიაა“, – აცხადებს სენატორი ელიზაბეტ უორენი.

მასაჩუსეტსის სენატორი, ელიზაბეტ უორენი დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) მიმართ კრიტიკას არ მალავს და ასევე შეშფოთებას გამოთქვამს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებენ სტაბილკოინები საშუალო რანგის ინვესტორებზე.

სენატის საბანკო კომიტეტთან გამართულ მოსმენაზე, რომელიც სტაბილკოინების საკითხს განიხილავდა, უორენმა გამოკითხა ჰილარი ალენი, ამერიკული უნივერსიტეტის ვაშინგტონის სამართლის კოლეჯის პროფესორი, იმის შესახებ, რომ შეიძლება თუ არა, სტაბილკოინის გაშვებამ შეერთებული შტატების ფინანსურ სისტემას საფრთხე შეუქმნას.

უორენის თქმით, იმის გამო, რომ რეგულირებადი ბაზრების გარეთ სტაბილკოინის მონეტები DeFi ეკოსისტემას წარმოადგენს მათი ღირებულება დაიკარგა ზუსტად მაშინ, როდესაც ადამიანებს ყველაზე მეტად სტაბილურობა სჭირდებოდათ.

“DeFi არის ციფრული ვალუტის სამყაროს ყველაზე საშიში ნაწილი. აქ რეგულაცია არ არსებობს და ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ფინანსური თაღლითობის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება”,- აღნიშნა სენატორმა, ელიზაბეტ უორენმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი