სალვადორში ბიტკოინი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება

0
1035

სალვადორი ბიტკოინის მიღებას აგრძელებს. პრეზიდენტმა ნაიიბ ბუკელემ განაცხადა, რომ “ბიტკოინის ქალაქი” თავდაპირველად 1 მილიარდი დოლარის ბიტკოინის ობლიგაციებით დაფინანსდება.

პირველად ინიციატივის შესახებ ბუკელემ სალვადორის ბიტკოინის კვირეულის კონფერენციაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ბიტკოინის ძირითადი მიღება აქტიურ ფაზაშია და მოქალაქეების ჩართულობაც გაზრდილია.

ბიტკოინ ქალაქის განვითარებაში იქნება ცნობილი კრიპტო კომპანიების პროაქტიული ჩართულობა, მათ შორის კრიპტოვალუტის კომპანიების, Bitfinex-ისა და Adam Back’s Blockstream-ის. Bitfinex-ის მენეჯერის, პაოლო არდოინოს თქმით, ბირჟა მხარს დაუჭერს სალვადორის Bitcoin City-ის ინიციატივას ბიტკოინის ობლიგაციების შესანახად ფასიანი ქაღალდების პლატფორმის გახსნით.

”BitcoinCity-ში გვექნება ციფრული და ტექნოლოგიური განათლება. გეოთერმული ენერგია მთელი ქალაქისთვის და ეფექტური და მდგრადი საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

პლატფორმაზე მალე იქნება მრავალი ადგილობრივი და უცხოური ციფრული ვალუტების შემოთავაზება, რომელიც კრიპტოვალუტებისთვის ახალ რეგულაციას შეიმუშავებს. სალვადორი, Bitfinex-ი და Blockstream-ი ისტორიას ერთად შექმნიან”,- განაცხადა პაოლო არდოინომ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი