ვენესუელაში კრიპტოვალუტის პოპულარიზაციის პროექტების განხორციელება გრძელდება

0
972

გუბერნატორობის კანდიდატი მოსახლეობას ჰპირდება, რომ შესთავაზებს სტიპენდიებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეუერთდნენ ციფრული ვალუტების მაინინგისა და ადმინისტრირების ტექნიკურ სასწავლო ცენტრს.

ხოსე ალეხანდრო ტერანმა, მომავალმა გუბერნატორმა, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის მმართველ პარტიას, დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკის სწრაფ ზრდასა და ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შექმნას.

მომავალი გუბერნატორის წინადადება La Guaira Digital პროგრამის ნაწილია.

როგორც ცნობილი გახდა, სასწავლო ცენტრი სტიპენდიის მფლობელებს კრიპტოვალუტის ვაჭრობაში, მაინინგსა და სხვა საკითხებში ტრენინგებს ჩაუტარებს.

გარდა სწავლებისა, ალეხანდრო ტერანამ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხში მოიაზრება ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნაც.

„ვფიქრობ, რომ ამ პროექტით ახალგაზრდებს დავეხმარებით, რათა მათ ოჯახებს ეკონომიკურად სტაბილური გარემო ჰქონდეთ”,- განაცხადა გუბერნატორობის კანდიდატმა.

აღსანიშნავია, რომ მოძრაობას მხარს დაუჭერს ოთხი სუბიექტი კერძოდ, კრიპტოვალუტების ეროვნული ზედამხედველობის ორგანო, Axie Infinity Academy, პოლიტიკური ჯგუფი Independientes con Terán-ი და ვენესუელას ერთიანი სოციალისტური პარტიის ახალგაზრდული ფრთა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი