ტექსასში ბიტკოინის მაინინგზე მოთხოვნა შესაძლოა, 5-ჯერ გაიზარდოს

0
1182

ტექსასის შტატში ბიტკოინის მაინინგი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. იმ შემთხვევაში, თუ შტატში ოპერაციების რაოდენობა გაიზრდება, მაშინ ტექსასის მმართველობას მოუწევს, რომ 2023 წლისთვის მხარი დაუჭიროს ინდუსტრიისათვის დამატებით 5000 მეგავატის მოთხოვნას.

ამჟამად, ბიტკოინის მაინინგის ინდუსტრია შტატში დაახლოებით 500-დან 1000 მეგავატამდე ენერგიას მოიხმარს. ტექსასის ელექტრო საიმედოობის საბჭო ითვალისწინებს, რომ მოთხოვნა მომდევნო 2 წელიწადში შეიძლება 5-ჯერ გაიზარდოს. ამიტომ დაგეგმილია დამატებით 3000-დან 5000 მეგავატამდე ელექტრო ენერგიის მარაგების შევსება.

ტექსასი ბიტკოინს მაინერების „სახლად“ წარმოჩინდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის მთავრობამ ბიტკოინის მაინინგი ოფიციალურად აკრძალა.

შტატის მთავრობამ ჩინეთის შევიწროება გამოიყენა იმით, რომ ტექსასი კრიპტო მაინერების თავშესაფარად აქცია, რომლებსაც ახლა შეუძლიათ ისარგებლონ შემცირებული გადასახადებით და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტრენინგებით.

თუმცა, ტექსასის ზოგიერთი მაცხოვრებელი შეშფოთებულია, რომ არსებული ელექტრო ქსელი ვერ გაუმჯობესდება და აღნიშნულ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება.

შეგახსენებთ, რომ ელექტრო საიმედოობის საბჭო 2021 წლის თებერვალში მკაცრი კონტროლის ქვეშ მოექცა, როდესაც შტატში ელექტროენერგიის დეფიციტი შეიქმნა. მაშინ დაახლოებით 5 მილიონამდე ადამიანი დღის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი