სენატორმა, ჯეინ ჰიუმმა განაცხადა, რომ დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi) უზარმაზარ შესაძლებლობებს უქმნის ავსტრალიას, რათა განიმტკიცოს თავისი ადგილი, როგორც ინოვაციებისა და ეკონომიკური პროგრესის მქონე ქვეყანამ.
სენატორი ჰიუმი სიდნეიში ავსტრალიის ფინანსური მიმოხილვის Super & Wealth-ის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ის არის ავსტრალიის ქალთა ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრი, რომელიც წარმოადგენს ლიბერალურ პარტიას და ვიქტორიის შტატს. კონფერენცია უპირველეს ყოვლისა ეხებოდა სამთავრობო საპენსიო ფონდებს.
სენატორმა ჰიუმმა მოუწოდა ინდუსტრიასა და მთავრობას, რომ DeFi-ს მიმართ სიფრთხილით იმოქმედონ და არა, შიშით. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ტექნოლოგია სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
„თუ ბოლო 20-მა ან 30-მა წელმა გვასწავლა რამე, ეს არის ის, რომ ყველა ინოვაცია იწყება, როგორც რაიმეს “შეფერხება”. Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული ფინანსები დიდ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ავსტრალია არ უნდა ჩამორჩეს ამ სიახლეებს”,- განაცხადა ჯეინ ჰიუმმა.
პოლიტიკაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ავსტრალიის ეკონომიკური მომავალი განისაზღვრება ინოვაციის მიღებითა და ტექნოლოგიის ათვისებით, რადგან, ამჟამად, ქვეყანა COVID-19 პანდემიის ფინანსური ზარალის შემცირებას ცდილობს.