სამშაბათს, 16 ნოემბერს ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირდა. კლების ტენდენცია განიცადა ბიტკოინის ფასმაც.
დღეს ბიტკოინის ფასი 60.000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ ბიტკოინის კურსი პირველად ჩამოსცდა 60.000 დოლარის ნიშნულს. 15 ნოემბერს კრიპტოვალუტის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 59.016 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 60.161 დოლარზე დაიხურა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ნიშნული თითქმის 4%-ით არის შემცირებული. ბოლო 7 დღის განმავლობაში კი ფასმა 10.41%-ით დაიკლო.
სამშაბათს ბიტკოინის საბაზრო წილი 43.4%-ს შეადგენდა.
ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის გამართლების შემთხვევაში ბიტკოინის კურსი 65.000 დოლარს უნდა დაუბრუნდეს. თუმცა 16 ნოემბერს, დღის განმავლობაში, კვლავ დაფიქსირდა მომენტი, როდესაც ბიტკოინის ფასი 59.990 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 16 ნოემბერს ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 139 მილიარდ დოლარს შეადგენდა.