Stellar Development Foundation-ი ევროპასა და აფრიკას შორის გადარიცხვებს USD Coin-ით განახორციელებს

0
1025

Stellar Development Foundation-მა განაცხადა, რომ ხელს შეუწყობს ფულადი გზავნილების ახალ არხს ევროპასა და აფრიკას შორის USD Coin-ის გამოყენებით.

როგორც ცნობილი გახდა, SDF-ი გლობალური გადახდების ტექნოლოგიური კომპანია Flutterwave-ს გამოიყენებს Stellar ქსელში, რათა გაამარტივოს ფულადი გზავნილები აფრიკასა და ევროპას შორის.

Flutterwave-ი იმუშავებს Stellar-ის ევროკავშირის გადახდების მთავარ პარტნიორთან, პარიზში დაფუძნებულ ფულის გადარიცხვის ოპერატორთან Tempo Payments-თან ერთად.

Flutterwave-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლუგბენგა აგბულამ განაცხადა, რომ აფრიკაში ფულის გაგზავნა უფრო ძვირია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა რეგიონში.

მან დაამატა, რომ ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს ქსელის გაფართოებას და აფრიკული ბიზნესის მფლობელებისთვის ფულის გადარიცხვის ყველა მნიშვნელოვანი, ეფექტური სერვისის მიწოდებას.

Flutterwave აცხადებს, რომ დღემდე დამუშავებული აქვს 9 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების 140 მილიონზე მეტი ტრანზაქცია. ის ემსახურება 290 000-ზე მეტ ბიზნესს, მათ შორის Uber-ს და Booking.com-ს.

ამასთანავე, კომპანიას უკვე აქვს ინფრასტრუქტურა აფრიკის 33-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ნიგერიაში, რუანდაში, უგანდაში, კენიასა და სამხრეთ აფრიკაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი