2B4CH, შვეიცარიის არაკომერციულმა კვლევითმა ცენტრმა, რომელიც კრიპტოვალუტის შესწავლის საკითხში მთავრობასთან თანამშრომლობს ინიციატივის შესახებ განაცხადა. კომპანიის თქმით, შესაძლებელია, რომ ბიტკოინი ქვეყნის ერთ-ერთი სარეზერვო აქტივი გახდეს.
ასოციაციამ განაცხადა პოპულარული ფედერალური ინიციატივის დაწყების შესახებ შვეიცარიის ფედერალური კონსტიტუციის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტში ბიტკოინის დანერგვის მიზნით, რაც 100.000 ხელმოწერის შეგროვებით დამტკიცდა.
ინიციატივა მომხმარებელს კონკრეტულად სთავაზობს ბიტკოინის დამატებას შვეიცარიის ცენტრალური ბანკის აქტივების სიაში, რაც შეცვლის კონსტიტუციურ პუნქტს: „შვეიცარიის ეროვნული ბანკი შექმნის საკმარის სავალუტო რეზერვებს თავისი შემოსავლებიდან; ამ რეზერვების ნაწილი უნდა იყოს ოქროსა და ბიტკოინში.“
“წარმატებული იქნება თუ არა კენჭისყრა, ჯერ უცნობია. ინიციატივა ორიენტირებულია ხელმოწერების შეგროვებაზე, რათა ეს წინადადება შვეიცარიის მოქალაქეებს წარუდგინონ ხმის მისაცემად. თუ ხელმოწერები წარმატებით შეიკრიბება, კენჭისყრა კანონიერად უნდა ჩატარდეს, რასაც მოჰყვება საუბარი და დებატები. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, რადგან ამ საუბრით ჩვენ უნდა დავაინტერესოთ საზოგადოება”,- განაცხადა 2B4CH– ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ივ ბენაიმმა.