კრიპტოვალუტის ბირჟა BitOasis-ი სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობს

0
964

BitOasis-ი, არაბთა გაერთიანებული საამიროებში მომუშავე კრიპტოვალუტის ბირჟა, დუბაის სამართალდამცავ ძალებთან თანამშრომლობს, რათა ცნობიერება კრიპტო ინვესტიციებთან და ვაჭრობასთან დაკავშირებული თაღლითობების შესახებ გაზარდოს.

“BitOasis-ის გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს პოლიტიკოსებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან კრიპტო ეკოსისტემაში ნდობისა და გამჭვირვალობის შესაქმნელად. დუბაის პოლიციასთან პარტნიორობა ამ ნაბიჯის ნაწილია.

ბირჟის პარტნიორობა დუბაის პოლიციასთან მიზნად ისახავს შექმნას რეგულაციები, რომლებიც რეგიონში კრიპტოვალუტას ინვესტორებისთვის უსაფრთხო კაპიტალად აქცევს”,- აღნიშნა BitOasis–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლა დუდინმა.

ინვესტორთა დაცვის ნაბიჯი ემთხვევა არაბეთის გაერთიანებული საამიროების მარეგულირებელთა გადაწყვეტილებას დუბაის თავისუფალ ზონაში კრიპტო ვაჭრობის დამტკიცების შესახებ.

კრიპტოვალუტის ბირჟამ ასევე განაცხადა, რომ ის GoAML–თან თანამშრომლობდა. ეს არის სათვალთვალო პლატფორმა, რომელიც აშენდა და ფუნქციონირებს არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფინანსურ სადაზვერვო განყოფილებაში, საეჭვო გარიგებების აღმოსაჩენად.

ეს პარტნიორობა ასევე მოიცავს ფულის გათეთრების, ტერორიზმისა და არალეგალური ორგანიზაციების დაფინანსების ეროვნული კომიტეტის აქტიურ ჩართვას.

ეს არის სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი