ანალიტიკოსები: ბიტკოინის ფასი შესაძლოა, 40.000 დოლარზე აღმოჩნდეს

0
1160

ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ახალი კვირის დასაწყისში ციფრული ვალუტის კურსი კიდევ უფრო დაეცა.

ბოლო რამდენიმე დღეა ბიტკოინის ფასი 44.000-სა და 47.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული 40.000 დოლარზე აღმოჩნდეს.

გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 45.206 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 46.364 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 44.790 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 46.063 დოლარზე დაიხურა.

13 სექტემბერის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის კურსის ნიშნული 44.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსმა 3.43%-ით დაიკლო.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის კლება კი 14%-ის ფარგლებში მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 13 სექტემბერს ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 836.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი