სამხრეთ კორეაში ახალი მარეგულირებელი მოთხოვნის გამო შესაძლოა, არაერთი კრიპტოვალუტის ბირჟა დაიხუროს

0
997

სამხრეთ კორეის მარეგულირებლის ახალი მოთხოვნის შეუსრულებლობა, სავარაუდოდ, კრიპტოვალუტის ათეულობით ოპერატორის დახურვას გამოიწვევს.

სამხრეთ კორეული კრიპტოვალუტის ბირჟებისთვის ბოლო ვადა 24 სექტემბერია. ამ დრომდე ციფრული ვალუტის ბირჟები ფინანსური მომსახურების კომისიასთან უნდა დარეგისტრირდნენ.

ინდუსტრიის წარმომადგენლები ახალ მოთხოვნებს არ ეთანხმებიან. ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ ქვეყნის დაახლოებით 60 კრიპტო ოპერატორიდან 40 -მდე დაიხურება.

კრიპტო სექტორის წინააღმდეგობის საფუძველი იყო ვალდებულება, რომლის მიხედვითაც, ყველა ბირჟა ვალდებულია წარადგინოს მოწმობა, რომელიც არის მტკიცებულება იმისა, რომ ბირჟები სამხრეთ კორეის ბანკებში რეალური სახელებისა და ანგარიშების გამოყენებით მუშაობენ.

მარეგულირებლის გადაწყვეტილების მთავარი არგუმენტი არის ის, რომ მომხმარებლების მხრიდან არის მაღალი მოთხოვნა მცირე კრიპტო პლატფორმებზე მეტი დაცულობისა.

ამასთანავე, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ახალი მარეგულირებელი სისტემა ქვეყნის კრიპტო სივრცის უსაფრთხოებისთვის არის შემუშავებული.

შეგახსენებთ, რომ ამ თვეში, Upbit-ი გახდა ერთ-ერთი პირველი სამხრეთ კორეული კრიპტოვალუტის ბირჟა, რომელმაც ქვეყნის მარეგულირებელთან ოფიციალური რეგისტრაცია გაიარა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი