ანალიტიკოსები: ბიტკოინმა 50.000 დოლარის დონე უნდა დაიბრუნოს

0
1143

კრიპტოვალუტის ტრეიდერები აცხადებენ, რომ ბიტკოინის ფასის 49.500 დოლარზე დაბლა დაცემა პრობლემებს გამოიწვევს.

ამასთანავე, კურსის მატება იძლევა იმის შანსს, რომ ბიტკოინის ფასი 58.000 დოლარზე დაფიქსირდეს.

ბიტკოინის კურსი შესაძლოა, 58.000 აშშ დოლარამდე გაიზარდოს ან 44.000 დოლარის დონეზე დაეცეს.

ანალიტიკოსების თქმით, ახლა მთავარია ბიტკოინმა 50.000 დოლარის დონე კვლავ დაიბრუნოს.

გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 52.660 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 52.853 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 43.285 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 46.811 დოლარზე დაიხურა.

8 სექტემბერის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის კურსის ნიშნული 46.646 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსმა 8.34%-ით დაიკლო.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის კლება კი 2.20%-ის ფარგლებში მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 8 სექტემბერს ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 875.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი