ნიგერია კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის შესწავლას იწყებს

0
1554

2021 წელს, ნიგერიაში მოქმედი კრიპტოვალუტის საფინანსო ინსტიტუტები მთავრობის მიერ განხორციელებული ზეწოლის ობიექტი გახდა.

თუმცა ნიგერიის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია ახლა მიზნად ისახავს შემოიღოს რეგულაციები, რომელთაც შეუძლიათ ინდუსტრიის მოწესრიგება. ამასთანავე, მარეგულირებელი ინვესტორებს უკეთესი დაცვის სისტემას შესთავაზებს.

მარეგულირებელმა ჩამოაყალიბა სპეციალიზებული განყოფილება, რომელსაც კრიპტო და Blockchain ინვესტიციებისა და პროდუქტების შესწავლა დაევალა.

გენერალურმა დირექტორმა, ლამიდო იუგუდამ მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ სააგენტო ყურადღებით ათვალიერებს ამ ბაზარს, რათა ნახოს, თუ როგორ არის შესაძლებელი რეგულაციების გამოყენება, რომლებიც დაეხმარება ინვესტორებს დაიცვან თავიანთი ინვესტიციები.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სტატისტიკების კომპანიამ, Statista-მ მარტში ნიგერიაში კრიპტოვალუტის შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთაგან ყოველი მესამე ნიგერიის მოქალაქე ფლობდა, ან აპირებდა, უახლოეს მომავალში, კრიპტოვალუტის შეძენას.

ამასთანავე, 2020 წლის კვლევის თანახმად, ნიგერია, ბიტკოინის ვაჭრობის მოცულობის მხრივ ლიდერია აფრიკის რეგიონში. ნიგერია აშკარად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კრიპტო ბაზარი იყო მსოფლიოში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი