სამხრეთ აფრიკის სამთავრობო სააგენტომ, FSCA-მ ციფრული ვალუტის ბირჟა, Binance-ი გააფრთხილა.
სამხრეთ აფრიკის ფინანსური სექტორის ქცევის ორგანოს გაფრთხილების საპასუხოდ, Binance-მა განაცხადა, რომ მისი მუშაობა ადგილობრივ რეგულაციებს შეესაბამება. უფრო კონკრეტულად კი, კომპანია მომხმარებლებს ფინანსურ რჩევებს არ აძლევს და არც რაიმე სხვა არალეგალური საქმიანობით არ არის დაკავებული.
ბირჟა ასევე უარყოფს ბრალდებას, რომ სამხრეთ აფრიკელებმა გამოიყენეს Binance South Africa Telegram-ის ჯგუფი კრიპტოვალუტის ბირჟის სერვისებზე წვდომისათვის. კომპანიამ განაცხადა, რომ “ონლაინ საზოგადოებამ” ხელი შეუწყო Blockchain განათლებას, მაგრამ ფინანსური რჩევები არ გაუცია.
”Binance.com რეგისტრირებულია FIC– ში, როგორც ნებაყოფლობითი თვითმმართველობის გამჟღავნების ინსტიტუტი. Binance-ი FIC-ის კანონს ემორჩილება, რომელიც კლიენტების ვინაობის დადგენასა და გადამოწმებას, საეჭვო თუ უჩვეულო გარიგებების ჩანაწერების შენახვას და შეტყობინებას შეეხება”,- აღნიშნულია ბირჟის განცხადებაში.
ამის ფონზე კი FSCA–მ სამხრეთ აფრიკის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ Binance Group–ში ნებისმიერი ინვესტიციისას სიფრთხილე გამოიჩინონ.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ივლისში ქვეყნის უწყებათაშორისმა Fintech სამუშაო ჯგუფმა განაცხადა, რომ იგი ჩაუყრის საფუძველს სამხრეთ აფრიკაში კრიპტოვალუტების ეტაპობრივ და სტრუქტურირებულ რეგულირებას.