ბიტკოინის ფასი 50.000 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდა

0
1229

პარასკევს, 3 სექტემბერს ციფრული ვალუტების კურსმა ზრდა განიცადა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა 50.000 დოლარის ნიშნული დასძლია. დღის მეორე ნახევარში ციფრული ვალუტის ფასი 50.842 დოლარამდე გაიზარდა.

დღის მანძილზე ბიტკოინის კურსის მატების მაჩვენებელი დაახლოებით 1.51%-ს შეადგენს.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, თუკი ციფრული ვალუტა ზრდის ტენდენციას განაგრძობს მოსალოდნელია, რომ ფასმა 60.000 დოლარის დონესაც მიაღწიოს.

ამ ეტაპზე ბიტკოინის საბაზრო წილი 41.7%-ს შეადგენს.

რამდენიმე დღის წინ ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ბიტკოინმა 2021 წელს შესაძლოა, ახალ რეკორდს მიაღწიოს, მაგრამ ეს ამ თვეში არ მოხდებოდა. თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს ბიტკოინის ფასი მცირედიდ, მაგრამ ზრდას მაინც განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 3 სექტემბერს ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 954.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი