Binance-ი სამხრეთ კორეული ვონით ვაჭრობას აჩერებს

0
1110

Binance-მა სამხარეთ კორეაში ვონით ვაჭრობა შეაჩერა. ვაჭრობის შეჩერების მიზეზი კი გამკაცრებული რეგულაციებია.

გამოქვეყნებულ განცხადებაში კრიპტოვალუტის ბირჟამ აღნიშნა, რომ სხვა ფუნქციები, რომლებიც შეწყვეტილია, მოიცავს კორეულ ენაზე ბირჟის ვებგვერდის მხარდაჭერას.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ Binance–მა ურჩია P2P მოვაჭრეებს ამოიღონ KRW–ით დენომინირებული ყველა სავაჭრო რეკლამა პლატფორმიდან.

გადაწყვეტილების მიზეზად ბირჟამ ადგილობრივი რეგულაციების ახალი სისტემა დაასახელა, რომელსაც ის რასაკვირველია ემორჩილება.

მართლაც, სამხრეთ კორეის ხელისუფლება ქვეყანაში მკაცრი მარეგულირებელი რეჟიმის პირობებში კრიპტოვალუტის ოპერატორებს ამცირებს.

ამ ეტაპზე სავალდებულოა, რომ ციფრული ვალუტის ბირჟებს ჰქონდეთ ლიცენზია.

ამასთანავე, მომხმარებელს მოეთხოვებათ, რომ რეალური სახელითა და გვარით იყვნენ ლიცენზირებულ ბირჟებზე რეგისტირებულნი.

როგორც ცნობილია, კრიპტოვალუტის ბირჟებს უფლება აქვთ 24 სექტემბრამდე დარეგისტრირდნენ სამხრეთ კორეის მარეგულირებელთან ან შეწყვიტონ თავიანთი ოპერაციები.

აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელია ჯარიმების დაწესება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი