Blockchain ბაზარი 2025 წლისთვის 3.58 მილიარდი დოლარით გაიზრდება

0
1138

ახალი ანგარიშის თანახმად, Blockchain-ის ბაზარი რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ანგარიში გამოქვეყნდა ლიონის შტაბის ბაზრის კვლევის პროვაიდერის ReportLinker–ის მიერ. რამდენიმე არსებული Blockchain მენეჯმენტის ბაზრის მონაწილეების ანალიზის საფუძველზე. ბაზრის მონაწილე კომპანიებში კი მოიაზრებიან: Accenture-ი, Bitfury Group-ი, Civic Technologies-ი და ა.შ.

ანგარიშის ავტორები ელოდებიან, რომ მთლიანი გლობალური ბაზარი გაიზრდება 3.58 მილიარდი დოლარით 2021-დან და 2025 წლამდე.

მიუხედავად ამისა, ევროპის საინვესტიციო ბანკის აზრით, ევროპა Blockchain პროექტების ნაკლებობას განიცდის.

როგორც ცნობილია, ჩინეთსა და ამერიკაში Blockchain-სა და ხელოვნურ ინტელექტში ჩადებული ინვესტიციების წილი 25%-ს შეადგენს, როდესაც ევროკავშირის იგივე საინვესტიციო საფულე მხოლოდ 7% არის.

ბანკის თქმით, ორივე სექტორში სხვა რეგიონებთან შედარებით დაბალი ინვესტიცია იმის ნიშანია, რომ ევროკავშირმა ვერ შეძლო სამეცნიერო ცოდნის გადატანა მოქმედ ბიზნეს მოდელებში, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი სხვებზე მეტად ცდილობს სამეცნიერო ცოდნა გამოიყენოს, როგორც ბიზნესის წამოწყების საშუალება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი