ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ჰამასთან დაკავშირებული კრიპტო ანგარიშები გამოაშკარავა

0
1035

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც უსაფრთხოების ძალებს უფლება აქვთ, გამოაშკარავონ კრიპტოვალუტის ანგარიშები, რომლებიც სავარაუდოდ მიბმული იყო ჰამასის, ღაზას სექტორის დე ფაქტო მმართველ ხელისუფლებასთან.

განცმა თქვა, რომ თავდაცვის მინისტრის ტერორიზმის დაფინანსების ეროვნულ ბიუროს და უსაფრთხოების ძალებს შორის ერთობლივი უსაფრთხოების ოპერაციის შედეგად იქნა აღმოჩენილი ელექტრონული საფულეების ქსელი, რომელითაც ჰამასი, მასთან დაკავშირებული ფონდებით იღებდა დაფინანსებას, ბიტკოინსა და სხვა ვალუტებში.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰამასის გრძელვადიანი ძალისხმევა კრიპტოვალუტის საშუალებით თანხების შეგროვება მიმდინარე წლის მაისში ისრაელთან 11 დღიანმა ომმა დააჩქარა. თავის განცხადებაში, განცმა წარმოადგინა სადაზვერვო, ტექნოლოგიური და იურიდიული ძალისხმევის შედეგი, რამაც ხელისუფლებას საშუალება მისცა მოეხდინა შესაბამისი რეაგირება აღნიშნულ თანხებზე და აღეკვეთა მათი მიმქცევა.

სამინისტროს მიერ ჩამორთმეული საფულეების დეტალებიდან ირკვევა, რომ მათში განთავსებული იყო: Tether (USDT), Ether (ETH), Dogecoin (DOGE), XRP, Binance Coin (BNB), Zcash (ZEC), Litecoin (LTC) და მრავალი სხვა ალტკოინი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი